მთავარი ციტატა

“კარანტინის რეჟიმში ოჯახური ძალადობა საგანგაშოდ გაიზარდა, საზარელი მონაცემებია”- “ჯანმო”

“პანდემიის დროს სამსახურების დაკარგვის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების ზრდის, სტრესის და შიშის ნაკვალევი, შესაძლოა, ჩვენს შორის წლობით დარჩეს. კარანტინის რეჟიმში ოჯახური ძალადობა საგანგაშოდ გაიზარდა საზარელი მონაცემებია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აცხადებენ, რომ იმ ქალთა მიმართვიანობამ, რომლებიც პარტნიორების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, 60%-ით იმატა.”

ჰანს კლიუგე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი

ცნობისთვის, ევროპის ქვეყნებში გაზრდილი ოჯახური ძალადობის გამო, რამდენიმე ქვეყანამ გარკვეული ზომები მიიღო. იტალიაში სპეციალური აპლიკაცია შექმნეს, რომლის მეშვეობითაც მსხვერპლს შეუძლია პოლიციას სატელეფონო ზარის გარეშე დაუკავშირდეს.

ესპანეთში და საფრანგეთში, ქალები აფთიაქებში კოდურ სიტყვებს იყენებენ, რომლითაც ძალადობის იდენტიფიცირება ხდება. ბელგიაში რამდენიმე სასტუმრო ქალთა თავშესაფრად გადაკეთდა. თავშესაფარი გაიხსნა ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობის ერთ-ერთ ფლიგელშიც.

 

იტვირთბა....