საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 8 მაისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ოდნავ გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი 3.2032 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.1999 ლარი ღირდა.
ხოლო გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4540 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4565 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 8 მაისს ამოქმედდება.