“მეუფე იაკობი თავად ამბობს, გარკვეული ადამიანების წინააღმდეგ ძალიან ბევრი კომპრომატი მაქვსო. რა კომპრომატები აქვს?! როგორც ჩანს, ის, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობს. თავის დროზე სოსო გოგაშვილთან თუ ჰქოდა ალიანსი, უნდა თქვას. მას მორალური უფლება არ აქვს, რომ ვინმეზე ილაპარაკოს. მასზე დაისმება სინოდში საკითხი, რომ არ უნდა იყოს მღვდელმთავარი. სინოდს მე წერილი მივწერე, რომ ასეთი ადამიანებისგან ეკლესია უნდა დავიცვათ. ამ წერილს მეუფე იაკობი ვერ ინელებს.”
მამა ანდრია სარია – მღვდელმონაზონი
ამის შესახებ მამა ანდრია სარიამ “2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა.
მამა ანდრიამ ასევე განაცხადა, რომ უამრავი ფაქტი არსებობს, რის გამოც მეუფე იაკობი უნდა განიკვეთოს.