“ჩვენ გვაქვს ეს თანხა, რასაც გვაძლევს სახელმწიფო, რასაც ვიხდით… ეს არის კონსტიტუციური შეთანხმების ამოქმედება, რავიცი კიდევ რა… ოღონდ 25 მილიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა. მე გეუბნებით, რომ მე მაქვს 500 000 ლარი ეპარქიაში სასწავლო ცენტრისთვის და მინდა გითხრათ,რომ ვიხრჩობით ვალებში”
მეუფე ნიკოლოზი, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი
TV პირველი
შეგახსენებთ, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების დიდი ნაწილი სისტემური ხასიათისაა, სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო.