“მთავრობამ რეალურად არანაირი გეგმა წარმოადგინა. მხოლოდ იქნა ძალიან უსამართლო სოციალური პაკეტი წარმოედგენილი. ოფიციალურად საარსებო მინიმუმი 181 ლარია, რაც ტყუილია. პირდაპირ გეუბნებით, რომ საარსებო მინიმუმი მეტად სამართლიანი მეთოდოლოგიით რომ დაითვალოს, მინიმუმ 390 ლარის ფარგლებშია. აქედან გამომდინარე, საზომიც კი არ ვაქვს, როგორი სოციალური პოლიტიკა უნდა შემუშავდეს.”
ბექა ნაცვლიშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი
ამის შესახებ ბექა ნაცვლიშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა და აღნიშნულით მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა შეაფასა.
ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.სოციალური დახმარებისთვის კი ჯამში 3.5 მილიარდი ლარია გათვალისწინებული.