რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები უკანონოდ გამოაცხადა.
ქვეყანაში ამ დროისთვის რეჟიმის დარღვევისთვის პოლიციის მიერ 300 000-ზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი, მათი საერთო მოცულობა 120 მილიონ ევროს აღწევს.
ამასთან, ერთად რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა პრეზიდენტის მიერ საგანაგებო მდგომაროების გამოცხადების შესახებ გამოცემული განკარგულებაც. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ პრეზიდენტს მსგავსი განკარგულების გაცემის უფლებამისლება არ აქვს და საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად საჭირო იყო პარალმენტის თანხმობა.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუდოვიკ ორბანმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „შოკისმომგვრელია“. მის თქმით, ამიერიდან პოლიცია კარანტინის რეჟიმის დარმღვევების დაჯარიმებას, სავარაუდოდ ვეღარ შეძლებს.
ცნობისთვის, ამ დროისთვიქ რუმინეთში კორონავირუსის ინფიცირების 14 107 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 864 ადამიანი გარდაიცვალა.