ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალს სათარჯიმნო საქმიანობაც დაემატა

ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად არ ჩერდება, სათარჯიმნო საქმიანობაც დაემატა.

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

6 მაისს შეტანილ ცვლილებაში აღნიშნულია, რომ ჩამონათვალს დაემატება შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისა და ექსტრადიციის განხორციელების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების აღსრულების მიზნით სათარჯიმნო საქმიანობის განხორციელებისა;“.

ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 6 მაისს გამოქვეყნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დადგენილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდება 2020 წლის 30 მარტიდან.

იტვირთბა....