ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით 34 კვირის ორსული შეიყვანეს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომებით 27 წლის ორსული შეიყვანეს.

ახალგაზრდა ქალი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ  სიმპტომები დღეს გამოუვლინდა, რის შემდეგაც 112-ის ცენტრში დარეკა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კი საჭიროდ ჩათვალეს, ორსული ქალი კლინიკაში გადაეყვანათ.

ახალგაზრდა ქალი 34 კვირის ორსულია და მას კორონავირუსზე ტესტი ხვალ “პისიარ” მეთოდით ჩაუტარდება.

“დღეს ამიწია ტემპერატურამ, მქონდა 37.6. სიცხესთან ერთად მქონდა ფაღარათიც, ვიცოდი, რომ ესეც ვირუსის ერთ-ერთი სიმტომია. დავრეკე 112-ში და სასწრაფო დახმარება მოვიდა. მითხრეს, რომ კლინიკაში უნდა გადავეყვანე. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მომათავსეს, ექიმები მაქცევენ ყურადღებას. როგორც მითხრეს, ხვალ ანალიზს ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნიან. ანალიზის პასუხის მიხედვით გადაწყვდება, შესაძლოა საკეისრო გამიკეთონ”- აცხადებს ორსული ქალი.

მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

საქართველოში ახალი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 610-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

 

 

იტვირთბა....