ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეზღუდვების შემსუბუქება არის დაგვიანებული, გაცილებით უფრო მომზადებულები უნდა დავხვედრილიყავით”- ივა ჭყონია

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, ივა ჭყონიას განცხადებით, მთავრობას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ადრევე უნდა დაეწყო და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნაზე დროულად ეზრუნა.

ამის შესახებ ივა ჭყონიამ “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა.

ჭყონიას შეფასებით, მტავრობა ეკონომიკურ პრობლემებს გაცილებით მეტად მომზადებული უნდა დახვედროდა, ახლა კი შეზღუდვების მოხსნა დაგვიანდა.

ასოციაციის პრეზიდენტის მოსაზრებით, ამ დროისთვის უკვე შესაძლებელი იყო, ღია ცივრცეში არსებულ კაფეებსა და ბარებს ოპერირება დაეწყოთ.

“ჩემი ხედვა არის, რომ ეკონომიკის გახსნა უფრო ადრეულ ეტაპზე უნდა დაეგეგმათ. მე ვფიქრობ, რომ შეზღუდვების შემსუბუქება არის დაგვიანებული. გაცილებით უფრო მომზადებულები უნდა დავხვედრილიყავით. ეტაპებს რაც შეეხება, ესეც იყო დაგვიანებული. შეიძლებოდა, ამ დროისთვის გახნილიყო უკვე ღია ტიპის რესტორნები და ბარები, რაც ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. მათ შეეძლოთ, ოპერირება ღია ცის ქვეშ გაეგრძელებინათ რეკომენდაციების დაცვით. საუბარი მაქვს ღია სივრცეზე და არა დახურულ სივრცეზე. ღია ცივრცეში არსებული კაფეებისა და ბარების ამოქმედება უკვე შესაძლებელი იყო,”- აცხადებს ივა ჭყონია.

ცნობისთვის, 5 მაისიდან ეკონომიკის გახსნის გეგმის მეორე ეტაპი დაიწყო.  კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაშვებულია სამშენებლო სექტორსა და სამშენებლო მასალების წარმოებაში მომაშავე ყველა კომპანიის საქმიანობა. ასევე, ნებადართულია, ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც, ესენია ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები. თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ  ავტონაწილებით ვაჭრობაზე შეზღუდვა რჩება და დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის ფორმით.

იტვირთბა....