“ჩვენ ამ კვლევის საშუალებით გვექნება შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა იმ უახლეს და იმედის მომცემ მკურნალობაზე, როგორიც არის მაგალითად “რემდისივირი.” კვლევაში ასევე შედის სხვა პრეპარატები- პლაქვენილი, ასევე შიდსის სამკურნალოდ მოწოდებული მედიკამენტები, რომელის გამოცდაც მიმდინარეობს კოვიდის სამკურნალოდ. აქ არის ოთხი განსხვავებული რეჟიმი და ამ რეჟიმის ერთმანეთთან შედარება მოხდება მძიმე კოვიდის მქონე პაციენტებში, რაც, ბუნევბრივია, ჩვენთვის არის შესაძლებლობა იმისა, რომ პაციენტებს მიეცეთ წვდომა ამ ტიპის მკურნალობაზე და მეორეც, ჩვენს ექიმებს ჰქონდეთ მუდმივი კავშირი მსოფლიოში სამეცნიერო წრეებთან და იმ პროფესიონალებთან, ვინც იღებს მთავარ გადაწყვეტილებას კოვიდთან დაკავშირებულ სიახლეებზე.”
თამარ გაბუნია – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
ამის შესახებ გაბუნიამ “პირველ არხს” განუცხადა.
ცნობისთვის, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატებზე “ჯანმო” ფართომასშტაბიან კვლევას ასწარმოებს, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. საქართველოს კვლევაში მონაწილეობა შაესთავაზეს, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს ექნება წვდომა ექსპერიმენტულ რეჟიმებზე, რომელიც ამ კვლევის ფარგლებში იქნება გამოყენებული. კვლევაში იტესტება ოთხი განსხვავებული პრეპარატი და მათი ერთმანეთთან შედარება მოხდება მძიმე კოვიდის მქონე პაციენტებში