ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

გლობალური ფასების ვარდნის ფონზე საქართველოში ბენზინის ფასი კვლავ მაღალია – რატომაა სხვადასხვა ფასი სადგურებზე

გლობალური პანდემიის ფონზე, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასმა იკლო, ამან ზეგავლენა საქართველოზეც მოახდინა. თუმცა, ქვეყანაში არსებულ ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიების სადგურებზე საწვავის ფასებს შორის განსხვავება თვალშისაცემია.

მაგალითად, არაბრენდირებულ სადგურებში თუ ევრო რეგულარის ტიპის საწვავის ფასი 1.5 ლარიდან იწყება, ბრენდირებულ სადგურზე იგივე ტიპის ბენზინის ღირებულება 2 ლარს აჭარბებს.

“მეტრონომის” ჟურნალისტს საშუალება ჰქონდა, ფასები ადგილზე გადაემოწმებინა. ბენზინგასამართი სადგურების შემოვლის შედეგად ფასთა სხვაობა ნამდვილად შესამჩნევი იყო. აღმოჩნდა, რომ მაგალითად, კომპანია “პორტალის” სადგურზე ევრო რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი 1 ლარი და 50 თეთრი ღირს, ხოლო კომპანია “ვისოლის” შემთხვევაში იგივე სახეობის საწვავი 2 ლარი და 14 თეთრია.

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაიაფების დონზე რა არის მიზეზი, რის გამოც საწვავი მნიშვნელოვანი ფასთასხვაობით იყიდება?!

ამ კითხვით “მეტრონომი” კომპანია “ვისოლის” გენერალურ მენეჯერს, რუსიკო კბილაშვილს დაუკავშირდა და ეცადა გაერკვია, რატომ ვერ მოახერხა კომპანიამ საწვავზე ფასების შემცირება.

“ამ საკითხზე კომენტარი გენერალურმა დირექტორმა უნდა გააკეთოს, მე არ შემიძლია გიპასუხოთ. კითხვები გადმომიგზავნეთ და დირექტორი უპასუხებს,”- განაცხადა რუსიკო კბილაშვილმა.

რა არის მიზეზი, რომ არაბრენდირებულმა კომპანიებმა ფასებზე მოახდინეს რეაგირება, რაც ვერ შეძლეს ნავთობიმპორტიორმა მსხვილმა კომპანიებმა, – ამ საკითხზე “მეტრონომი” მუშაობს და განახლებულ მასალას შემოგთავაზებთ.

 

იტვირთბა....