მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს.
როგორც მანანა არჩვაძე-გამსახურდიას პოსტიდან ვიგებთ, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა
გამსახურდიას დედა წერს, რომ მკვლელობის დამკვეთი და მხარდამჭერი საზოგადოებისგან უმძიმეს პასუხს მიიღებს.
“სამი თვე ისე გავიდა,რომ ცოტნეს დამტვრეულ თავის ქალაზე არავითარი მედიკამენტოზური მკურნალობა არ ჩატარებია, ტვინი, რომელიც მოკლებულია აღქმას, ემოციებს, გარემოში ვერ ერკვევა, მეტყველება ნულის დონეზეა, ცენტრალური ნერვული სისტემა რეაგირების გარეშეა და სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა… მისი ზონდერ მხარდამჭერები დუმილს ამჯობინებენ, სამი თვის გაცდენა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს სამუდამო ინვალიდობას უქადის, რაც ტერაქტის დამკვეთების და მხარდამჭერების მიზანი იყო, თუ ცოტნე სიკვდილს გადაურჩებოდა!!! ფაქტიურად მისი ასეთი მდგომარეობა სიკვდილის ტოლფასია. მსოფლიოში თუ რამ შესაძლებლობა არსებობს, გირჩევთ გამოიყენოთ, რათა ცოტნე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამოვიდეს , დრო მიზანმიმართულად ნუ გაგყავთ , თავს ვერაფრით გაიმართლებთ!!! წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთი, მკვლელი, მხარდამჭერი საზოგადოებისგან უმძიმეს პასუხს მიიღებს,”-წერს მანანა არჩხვაძე- გამსახურდია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას რამდენიმე თვის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. ის ამჟამად თურქეთის კლინიკაში მკურნალობს, სარეაბილიტაციო კურს კი ევროპაში გაივლის.