მთავარი ციტატა

“იმავე წესებს იცავდა კაცობრიობა საუკუნიდან საუკუნემდე და დღესაც გვიწევს ამავე მეთოდებით ვებრძოლოთ ამ დაავადებას”

“დღესდღეობით კორონავირუსის წინაშე კაცობრიობა შეიძლება ითქვას, შიშველი აღმოჩნდა. როდესაც ჩვენ აი, იმ ცნობილი საშუალებების გარდა, რასაც ჰქვია ფიზიკური დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და პირბადის გამოყენება, რეალურად არაფერი გაგვაჩნია პროფილაქტიკისთვის. რაც ჩამოვთვალეთ იმაში ახალი არაფერია. იმავე წესებს იცავდა კაცობრიობა საუკუნიდან საუკუნემდე და დღესაც გვიწევს ამავე მეთოდებით ვებრძოლოთ ამ დაავადების შემდგომ გავრცელებას.”

ხათუნა ზახაშვილი  – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნულით ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სოციალური დისცანციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

საქართველოში ახალი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 610-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....