ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ახალი პაციენტიებიდან ორი ბოლნისის წყაროა, ორი – ზუგდიდის, ორი კი საკარანტინო სივრციდანაა”- ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოვლენილი ექვსი ახალი ინფიცირების შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კერძოდ, ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი პაციენტებიდან ორი ბოლნისს, ორი ზუგდიდს უკავშირდება, დანარჩენი კი საკარანტინო სივრცეებიდან გადაყვანილი პაციენტები არიან.

„ახალი პაციენტიებიდან ორი ბოლნისის წყაროა, ორი ზუგდიდის, ორი არის არსებული საკარანტინო სივრციდან. ანუ, ყველას წყარო ცნობილია და ისინი სხვადასხვა კლინიკაში მოთავსდნენ, უტარდებათ მკურნალობა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 610-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....