“ეპიდსიტუაციის მხრივ არც პლატო გვაქვს და არც ვაკე. რეალურად ჩვენ რომ დავაკვირდეთ იმ მონაცემებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გარკვეული ტეხილი, რომელიც ყოველ დღე აღნიშნავს მნიშვნელოვნად განსხვავებულ რიცხვებს. თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი დინამიკა იქიდან გამომდიანრე, რომ ორი კვირის წინ ჩვენ ვაკვირდებოდით დაინფიცირებული ადამიანების მნიშვნელოვან ზრდას, რაც დღესდღეობით კლებაშია, თუმცა ამ კლების პროცესში ჩვენ გვაქვს ისეთი დღეები, როდესაც არის გარკვეული ნახტომი და არის ისეთი შემთხვევები, როდესაც 20 და 27 დაინფიცირებული გვყავს ერთ დღეში.”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 610-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.