“უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია მიდის დასასრულისკენ. ფაქტია, რომ უკანასკნელ ხანებში ასეთი ზრდა აღარ შეინიშნება, შემცირდა რაოდენობა განსაზღვრული კოვიდინფიცურებული პაციენტებისა და უკვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც საგრძნობლად მატულობს, რაც ძალიან კარგია. ჩვენ მზად ვართ 26 მაისსაც დავამთავროთ კორონავირუსი ხომ? პროგნოზებს წინ გავუსწროთ და უფრო ადრე მოვრჩეთ, ყველანი უფრო ბედნიერები ვიქნებით. ეს არ არის კითხვა ჩემთან, ჩვენ ვართ ექიმები, რომლებიც ვმკურნალობთ პაციენტებს. ასეთ პროგნოზებს აკეთებენ ეპიდემიოლოგები.”
ლევან გოფოძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი
ამის შესახებ ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
აღნიშნული კვლევის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის პანდემია 97-პროცენტიანი ალბათობით 2020 წლის ივნისის დასაწყისში დასრულდება.