“ამ პარლამენტში ულუკმაპუროდ სახლში დარჩენილი ადამიანების ხმა არ ისმის. ეს პარლამენტი იზოლაციაში მყოფმა ივანიშვილმა პრაქტიკულად გააუქმა. იმისთვის, რომ ჩვენ სახლში დარჩენილი გაჭირვებული ადამიანების ხმა გავაგონოთ გიორგი გახარიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენის რეგლამენტის გათვალისწინებით, ინტერპელაციის წესით გიორგი გახარიას იბარებს პარლამენტში. თქვენ გახსოვთ, რომ ორჯერ, როდესაც გამოცხადდა საგანგებო მდომარეობა, გიორგი გახარია პარლამენტში არ მობრძანდა, მან გამოაგზავნა მხოლოდ საკუთარი წარმომადგენელი.”
თინა ბოკუჩავა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი
ამის შესახებ ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და მთავრობის გეგმა არანაირ დახმარებას ითვალისწინებს.