ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაეზრდება თუ არა ხელფასი დასაქმებულს საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის დაწესებით – ფინანსთა სამინისტროს განმარტება

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 1-ლი მაისიდან 6 თვის ვადით, კომპანიებისისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება.

კონკრეტულად კი, კომპანიები, რომელთა დასაქმებულებს 750 ლარამდე ხელფასი აქვსთ, საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლდებიან.

ამასთან, საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება ნაწილობრივ მოხდება იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც მეტია 750 ლარზე და არ აღემატება 1500 ლარს. ამ შემთხვევაში, დარიცხულ ხელფასს აკლდება 750 ლარი და დარჩენილი თანხა იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

ხოლო, კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს შეღავათი, რომ დაქირავებულ პირს უნდა გაეზარდოს ხელფასი, ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს შეღავათი ხარჯებს უმცირებს საწარმოს.

“არ ნიშნავს, ხელფასის განსაზღვრა ხდება დამქირავებლისა და დაქირავებულს შორის შეთანხმებით. ეს შეღავათი ხარჯებს უმცირებს საწარმოს და მისი გადასაწყვეტია მიმართავს ხელფასის გაზრდის გზას თუ შეინარჩუნებს უფრო მეტ დაქირავებულს,”- განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.

ცნობისთვის, 24 აპრილს პრემიერმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმა გააცნო, რომელიც მოქალაქეებისა და კომპანიების დახმარებას ითვალისწინებს. გეგმის განსახორციელებლად მთლიანად 3.5 მილიარდი ლარია განსაზღვრული.

 

იტვირთბა....