ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნების” ლობისტები აშშ-ში ივანიშვილის 3 მილიარდიან ქველმოქმედებაზე წერილს აქვეყნებენ

აშშ-ის იუსტიციის სამინისტოს სისტემა პარტია “ქართული ოცნების” მიერ აშშ-ში დაქირავებული ლობისტური კომპანია DCI Group-ის წერილს ავრცელებს, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქველმოქმედებაზეა საუბარი.

აშშ-ში ლობისტური საქმიანობა მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალეა და იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე (FARA.gov) საჯაროდ თავსდება  ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სერვისებს ასრულებენ ლობისტები მათი დამქირავებლებისთვის. ამაში შედის “შეკვეთილი სტატიების” ორგანიზებაც.

შეკვეთილ წერილში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილმა StopCov ფონდში უმსხვილესი დონაცია განახორციელა და მასში $30 მილიონი დოლარი ჩარიცხა.

ასევე, წერილის თანახმად, ივანიშვილმა საქართველოში საერთო ჯამში 3 მილიარდი დოლარის ქვეყმოქმედება განახორციელა.

აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის მედიის წარმომადგენლებს გაეგზავნათ და მას პრემიერ-მინისტრის განცხადებაც ახლავს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის და მას “უნიკალურ დამზღვევს” უწოდებს.

“ქართველი ხალხის სახელით, მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს მისი გულუხვი დონაციისთვის. ფონდი ქართუ და თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილი უკვე არაერთი წელია მილიარდობით ლარის დონაციას ახდენენ საქვეყნო საქმეებისთვის. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის ეს არის დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში უნიკალური დაზღვევის სახით გვყავს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოს ნებისმიერ დროს გაუწიოს სისტემური მნიშვნელობის დახმარება,” – ამბობს ამ წერილში გიორგი გახარია.

bm.ge-ის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, პარტია “ქართული ოცნება” აშშ-ში ლობისტურ მომსახურებაში ჯამში 1.2 მილიონ დოლარს იხდის.

 

იტვირთბა....