ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილება თავისუფალია

დღეიდან ქვეყნის ორი ჩაკეტილი ქალაი  – ბათუმი და ქუთაისი გაიხსნა და გადაადგილება სრულიად თავისუფალია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეზღუდვები რჩება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე.

მთავრობა ამ ორ ქალაქთან დაკავშირებით კვირის ბოლოს იმსჯელებს და საკითხი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გადაწყდება.

“თბილისსა და რუსთავშიც უახლოეს დღეებში იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. იმედი ვიქონიოთ, რომ საკითხი კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, მთავრობის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, 4 დიდი ქალაქი – თბილიის, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი ჩაიკეტა. გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რეგისტრირებულ მისამართზე ბრუნდება.

იტვირთბა....