aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

ავტოავარია სამეგრელოში – დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი თხრილში ჩავარდა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფმა ორმა პირმა დაზიანებები მიიღო. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.

საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის ინფორმაციით, პაციენტებს კვლევები უტარდებათ და მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს

იტვირთბა....