მთავარი ციტატა

“მთავრობამ არ იცის, რა ხდება ქვეყანაში, თორემ კომენდანტის საათს მოხსნიდნენ”

“როგორც ჩანს, ჩვენმა “კოვიპებმა” ანუ მთავრობის წევრებმა არ იციან რა ხდება მათ ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, რომელსაც ისინი მართავენ. რომ იცოდნენ, უკვე მოხსნიდნენ კომენდანტის საათს, რომელიც ვერ ასრულებს იმ ლოგიკურ ფუნქციას, რომლისთვისაც ის თავის დროზე შემოიღეს. რომ მიიხედონ მათ თბილისის ქუჩებში, დაინახავენ, რომ უამრავი ადამიანია შეკრებილი ქუჩებში, სეირნობენ, სვამს, მასლაათობს… როდესაც ადამიანებს აქვთ საშუალება ჯგუფის სახით იურთიერთოს დღის განმავლობაში, კომენდანტის საათი აზრს კარგავს, რომელიც იძულებულს გვხდის, რომ სწრაფად მივარდეთ სახლში და გამოვიკეტოთ 9 საათამდე. თუ კომენდანტის საათი პირველ თვეში ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ აუცილებელი იყო თვითიზოლაცია, დღეს მან ეს მიზანი აშკარად დაკარგა. ხელისუფლების ხელში კომენდანტის საათი გადაიქცა სოციალური მართვის ინსტრუმენტად”

ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი

ამის შესახებ ანა დოლიძე მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს

იტვირთბა....