მთავრობის ადმინისტრაცის ინფორმაციით, ხვალიდან ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვები არ იქნება და მხოლოდ ავტოსარემონტო კომპანიებს შეუძლიათ საქმიანობის განახლება.
ადმინისტრაციის ცნობით, ავტონაწილებით ვაჭრობა მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას იქნება დასაშვები, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.
რაც შეეხება ავტოტექმომსახურების დაშვებას, მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, დაშვება გულისხმობს მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც.
მათივე ინფორმაციით, ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები – პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ.
შეგახსენებთ, ხვალიდან ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპის ფარგლებში, დასაშვებია სამშენებლო სექტორსა და სამშენებლო მასალების წარმოებაში მომაშავე ყველა კომპანიის საქმიანობა.
ასევე, ხვალიდან ნებადართულია, ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ავტონაწილებით ვაჭრობაზე შეზღუდვა რჩება.
ხვალიდან მოქალაქეებს ასევე, შეეძლებათ, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივი ცენტრები სერვისევით სარგებლობა, მაგრამ ახალი პრინციპით.
გარდა ამისა, ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. რაც შეეხება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე დაწესეულ შეზღუდვებს, ამ საკითხზე მთავრობა კვირის განმავლობაში იმსჯელებს.
ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარუდგინა, რომელიც 6 ეტაპისგან შედგება.