ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან მოიხსნება

საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი ხვალიდან, ანუ 5 მაისიდან განხორციელდება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ის საქმიანობები დაასახელა, რომელიც ხვალიდან ნებადართულია.

კერძოდ, როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა,, 5 მაისიდან დასაშვებია სამშენებლო სექტორსა და სამშენებლო მასალების წარმოებაში მომაშავე ყველა კომპანიის საქმიანობა.

ასევე, ხვალიდან ნებადართულია, ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ  ავტონაწილებით ვაჭრობაზე შეზღუდვა რჩება.

ხვალიდან მოქალაქეებს ასევე, შეეძლებათ, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივი ცენტრები სერვისევით სარგებლობა, მაგრამ ახალი პრინციპით.

გარდა ამისა, ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. რაც შეეხება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე დაწესეულ შეზღუდვებს, ამ საკითხზე მთავრობა კვირის განმავლობაში იმსჯელებს.

ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარუდგინა, რომელიც 6 ეტაპისგან შედგება.

 

იტვირთბა....