“დღეს საქართველოს მთავრობა მექანიზმებზე ფიქრობს და არ იცის თუ როდის დაიწყება ის მწირი და უსამართლოდ გაწეული დახმარებების დარიგება, რომელსაც ასე ელოდება ხალხი. მთავრობამ 600 000 ჩვენი მოქალაქე, რომელსაც თვითდასაქმებულებს უწოდებენ, გაწირა შიმშილისთვის, ამიტომ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს საგანგებო ბიუჯეტზე, რომელიც დღემდე არ წარმოუდგენია მთავრობას.”
რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ამის შესახებ რომან გოცირიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეს, როცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტი უნდა მუშაობდეს განსაკუთრებული დატვირთვით, როცა პარლამენტში უნდა იხილებოდეს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი ასობით ათასი ჩვენი მოქალაქისათვის მხარდაჭერის გეგმა, პარლამენტი არის ფაქტობრივად ნებაყოფლობით შვებულებაში გასული.