ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვიჭირავს პულსი თანამედროვე მედიცინაზე, მივყვებით იმ პროტოკოლს, რასაც აღიარებს მსოფლიო”- ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და საქართველო არაა გამონაკლისი ამ პრობლებიდან.

ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“დეკემბრიდან, კოვიდ ინფექცირებამ და მისმა შედეგებმა სამყარო ამოაყირავა. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, არის გლობალური, დინამიური და აქტუალური პრობლემა.

აქედან გამომდინარე, არც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი კლინიკა არ გამოირჩევა ამ პრობლემიდან. გვიჭირავს პულსი თანამედროვე მედიცინაზე, მივყვებით იმ პროტოკოლს, რასაც აღიარებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მსოფლიო“,- განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, კორონავირუსის კლინიკურ მართვაზე მომზადიბულ ქართულ პროტოკოლს გარკვეული ჯგუფები აკრიტიკენებ. კონკრეტულად საუბარია პრეპარატ “პლაქველინზე”, რომლის გამოყენებასაც პაციენტებთან არ მიესალმებიან.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო 593 გახდა.მათ შორის გამოჯანმრთელდა 223 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5028  მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 537.

იტვირთბა....