ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელსაც ძალიან მძიმე პნევმონია აქვს და არის ჟანგბადდამოკიდებული”- ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, რომელიც რეამინაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, ეზუგბაიას თქმით, აღნიშნულ პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვს, რის გამოც მდგომაროების სტაბილიზირება ვერ ხერხდება.

“გვყავს კვლავ 1 კრიტიკული პაციენტი, რომელსაც აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე პნევმონია, არის ჟანგბადდამოკიდებული, მას აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე თანარსებული დაავადებები, ეს არის შაქრიანი დიაბეტი და მძიმედ გამოვლენილი ჰიპერტონული დაავადება. არსებული მკურნალობის ფონზე ჯერჯერობით, მდგომაროების სტაბილიზირება ვერ ხერხდება და ვნახოთ, დინამიკაში რა სიტუაცია იქნება.

7 მძიმე პნევმონია გვრჩება, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია, ამ ორი დღის განმავლობაში მათი დინამიკა გაუარესებისკენ არ არის, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო 593 გახდა.მათ შორის გამოჯანმრთელდა 223 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5028  მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 537.

იტვირთბა....