ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 11-ის საყურადღებო.
ამის შეახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
სოლოღაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მათ ცენტრში კოვიდინფექციის დიაგნოზით მკურნალობას 67 პაციენტი გადის, მათგან კი 12 არასრულწლოვანია.
“ბოქსირებულ სექტორში არის 84 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 67. 18 წლამდე ასაკის პირი 12-ია. 11 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო და ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციაში. ეს პაციენტი კვირაზე მეტია მძიმეა, მაგრამ არის სტაბილურად მძიმე. გუშინ გვქონდა ერთი პაციენტის გამოჯანმრთელება. ასაკობრივად მაღალი რისკის მქონე 3 პაციენტი გვყავს. პარასკევის გამოცხადების შემდეგ დამატებულია 7 ახალი პაციენტი. ყველა ცნობილი კლასტერიდანაა,”- განაცხადა სოლოღაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო 593 გახდა.მათ შორის გამოჯანმრთელდა 223 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5028 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 537.