ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 20-დღიანი პაუზის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის საზოგადოებაში გამოჩენას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
„მე, მაგალითად, მოხარული ვარ იმის ხილვით, რომ ის დაბრუნდა და კარგად არის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, 20-დღიანი პაუზის შემდეგ პირველად სუნჩონში, ერთ-ერთი ქარხნის ცერემონიაზე გამოჩნდა.