ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო კორონავირუსზე ტესტის გავლას არ აპირებს

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეს-მდივანის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტს კორონავირუსზე ტესტი არცერთხელ გაუვლია. ის პანდემიის გამო შექმნილ მდგომარეობას „ისტერიას“ უწოდებს და საგანგებო ზომების შემოღებას არ აპირებს.

„პრეზიდენტი ცხოვრობს ქალაქგარეთ, ფაქტობრივად – სოფელში. ის ჯანსაღი წესით ცხოვრობს, აქვს კარგი იმუნიტეტი და თავს კარგად გრძნობს“, -აღნიშნა ნატალია ეისმონტმა.

ბელარუსში გაეროს მუდმივი კოორდინატორის, იოავანა კაზანა-ვიშნევეცკაიას განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ „ფიზიკური დისტანცირების გამკაცრების მიზნით სასწრაფო და მასშტაბური ზომები უნდა მიიღოს“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Tut.by ავრცელებს.

იტვირთბა....