“ეს საქალაქთაშორისო გადაადგილებას არ ეხება, მაგრამ ის ინციდენტი, რასაც ბოლნისში გუშინ ჰქონდა ადგილი, ანუ დაუმორჩილებლობის ფაქტები და რეკომენდაციების შეუსრულებლობა, ჩვენ მნიშვნელოვნად გვიცვლის სურათს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეები დადგენილ წესებს და რეკომენდაციებს დაემორჩილონ.”
ნათია მეზვრიშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
აღნიშნული განცხადება მეზვრიშვილმა, “იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, შიდა ფრენების აღდგენაზე მსჯელობა მიმდინარეობს. თუმცა, საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ არაა. რაც შეეხება ოთხი დიდი ქალაქის — თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის გახსნას, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, ამ თემაზე მსჯელობა მომავალ კვირას იგეგმება, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.
მეზვრიშვილმა სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.