„ბიბისის“ ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევებით უცხოელი ჯაშუშები დაინტერესდნენ.
“ბიბისის” ინფორმაციითვე, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ცდილობენ, მოიპოვონ ინფორმაცია იმ სამეცნიერო კვლევების შესახებ, რომლებიც აშშ-ში მიმდინარეობს.
აშშ-ის კონტრდაზვერვის ეროვნული ცენტრის დირექტორი, უილიამ ევანინა აცხადებს, რომ აშშ-ის ხელისუფლება მსგავსი რისკების შესახებ გაფრთხილებულია.
„ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესის წარმომადგენლებთან და მთავრობასთანაც. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა კვლევების მონაცემების საუკეთესოდ იყოს დაცული“, – განაცხადა ევანინამ.
„ბიბისის“ ცნობით, აპრილში აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ გაავრცელა ცნობა, რომ კორონავირუსის კვლევით დაკავებული ორგანიზაციების კომპიუტერულ ქსელებში შეღწევის მცდელობა დაფიქსირდა.