„მეკობრეების მიერ მეზღვაურების გატაცება არ მომხდარა ინციდენტებისა და განსაკუთრებული ძალადობის გამოყენებით“, – ამის შესახებ “საზღვაო ტრანსპორტის სააგნეტოს” დირექტორმა, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
„მეზღაურების გატაცებაზე ინფორმაცია გუშინ მივიღეთ. საქართველოს საგარეო და ეკონომიკის სამინისტროებთან და ბერძნულ გემფლობელ კომპანიასთან ერთად უკვე დაწყებულია ღონისძიებები, რათა მეზღვაურები დროულად გაათავისუფლონ. კომუნიკაცია გუშინვე შედგა გატაცებული მეზღაურების ოჯახებთან.
მე მქონდა პირადად მათთან შეხვედრა და გავეცანი არსებული ინფორმაციას. შესაბამისად ჩვენ ვრჩებით კონტაქტზე მათთან, გემფლობელთან და ყველა იმ ორგანოსთან, რომელიც ჩართულია პროცესში. გემზე დარჩენილია ოთხი ქართველი მეზღვაური, რომლებიც არიან ჯანმრთელები და უვნებლები, ჩვენ მათთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ისინი უკვე გადაჰყავთ უსაფრთხო ადგილზე. გემფლობელი არის პასუხისმგებლიანი და ჩვენ მასთან თანამშრომლობით იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ ქართველი მეზღვაურების უვნებლად დაბრუნებას. გატაცებისას გემზე ინციდენტი არ მომხადრა. მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ნიგერიაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის 9 საქართველოს მოქალაქეა.