სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი მოიკლა – ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, სხვა დეტალები კი ამ დროისათვის უცნობია.
“რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, მანამდე “კურიერისთვის” ცნობილი გახდა, რომ მამაკაცმა თავი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოიკლა. არსებული ცნობით, გარდაცვლილი სუსის სამეურნეო ნაწილში მუშაობდა.