ციტატა

“ამ „გეგმით“ უფრო დრო მოიგეს, რადგან არ იყვნენ მზად და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა”- ფინანსისტი

“იყო შეფასებაც, რომ ეს იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და ა.შ. მე უფრო მგონია, რომ ამ „გეგმით“ უფრო დრო მოიგეს, რადგან არ იყვნენ მზად. ანუ თავი ჩაიგდეს ცაიტ-ნოტში და იძულებული გახდნენ დაედოთ გეგმა. ხშირად არის საუბარი იმაზე, რა ვქნათ ჩვენ ღარიბები ვართ. მე კი ვეტყოდი, მოდით, დავხარჯოთ იმდენი, რამდენიც გერმანიამ, ოღონდ იმ რაოდენობით რამდენი მშპ-იც გვაქვს. ამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ვერ მოასწრეს და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა.”

ვასილ რევიშვილი – ფინანსისტი

ამის შეხახებ ვასილ რევიშვილმა გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.

ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. სოციალური დახმარებისთვის მთლიანობაში 3.5 მილიარდი ლარია გამოყოფილი. 

 

იტვირთბა....