მთავარი ციტატა

“უკვე ვფიქრობთ, რომ გარკვეული დოზით ავიარეისები აღვადგინოთ”

“უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით, გარკვეული დოზით რეგულარული ავიარეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს ისევ და ისევ დამოკიდებულია იმ ქვეყნების ნებაზე და ვითარებაზეც, ვისთანაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.”

ნათია თურნავა – ეკონომიკის მინისტრი

ამის შესახებ ნათია თურნავამ პრეზენტაციის დროს განაცხადა.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უსაფრთხო ფრენების პრინციპების დაწესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ამ პრინციპებს გაითვალისწინებს.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის გამო, სხვადასხვა მიმართულებით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, ფნერებიც აიკრძალა. 

იტვირთბა....