“ეპიდემიოლოგი რა თქმა უნდა თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ უნდა ვხვდებოდეთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ექიმებმა ძალიან სწორად უნდა გაავლონ თავიანთი პროფესიული ხაზი და დარჩნენ მედიცინაში და პოლიტიკური კინკლაობა დაუტოვონ პოლიტიკოსებს.”
ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი
ამის შესახებ ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობა პოლიტიკური პროცესია.
შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. ხოლო, დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება.
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას აპროტესტებენ ოპოზიციის წევრები და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამისთვის არაა მზად, ვინაიდან მას შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის რეალური გეგმა არ გააჩნია.