მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა სურთ, შესაძლოა სპეციალური “კოვიდ პასპორტის” აღება გახდეს სავალდებულო, რომელიც უსაფრთხოების სერტიფიკატის როლს შეასრულებს.
აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტურისმის მინისტრებმა ვიდეოკონფერენციის დროს ისაუბრეს, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო ტურისმის სფეროზე მიყენებული ზიანი განიხილეს.
ამ ინიციატივით კი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ხორვატიის ტურიზმის მინისტრი გარი კაპელი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მყოფი ტურისტებისთვის იმოქმედებს.
”როგორც შეგვიძლია, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცაქდოთ, რომ გავხსნათ საზღვრები. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რამდენად იმუშავეს ეს პროტოკოლი და ამის შემდეგ ავამოქმედოთ ეს რეგულაცია,”- განაცხადა ხორვატიის ტურიზმის მინისტრმა.
მისი თქმით, ახალი დოკუმენტი ნებისმიერი სახეობის ტრანსპორტით მოძრავ ტურისტებზე გაიცემა, იქნება ეს ავტომობილი, მატარებელი, თვითმფრინავი თუ საზღვაო ხომალდი.
ინიციატივას მხარს უჭერენ ჩეხეთი, იტალია და ესპანეთი, რომელთა ეკონომიკებიც ძალიანაა დამოკიდებული ტურისტების რაოდენობაზე.
გარი კაპელი იმედოვნებს, რომ მაისის ბოლოს ზოგიერთი ქვეყნის საზღვრები გაიხსნება და ამასთან, იმედოვნებს, რომ ქვეყნები ამ საკითხზე მუშაობას ინდივიდუალურადაც დაიწყებენ.
ევროპამ კორონავირუსული პანდემიის გამო საზღვრები 17 მარტს ჩაკეტა. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში შეზღუდვები ძალაში მაისის შუა რიცხვებამდე რჩება. ამასთან, მანამდე განიხილებოდა ტურიზმის სექტემბრამდე აკრძალვის საკითხი, თუ COVID-19-ის მეორე ტალღის საფრთხე გაჩნდება.