მთავარი ციტატა

“არათუ ქამრები უნდა შემოიჭიროს მთავრობამ, არამედ ახალი შარვალი უნდა შეიკეროს, შედარებით მცირე ზომის”

 “ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ანუ კონკრეტულად რა კითხვებზე უნდა არსებობდეს პასუხები, რათა განჭვრეტადი იყოს მცირე მეწარმისთვის, მსხვილისთვის, საით მივდივართ – რა ოდენობის თანხა დააკლდება ბიუჯეტს გადასახადების ნაწილში და როგორ ვაპირებთ ამ გადასახადების აღდგენას, რა ვადაში. მეორე ნაწილია – ბიუჯეტს, რომელსაც გადასახადების ნაწლში თანხები აკლდება, რა ხდება ხარჯვის მიმართულებით – ისევ ისე ვაგრძელებთ ხარჯვის პოლიტიკას?! ჩემი აზრით – არავითარ შემთხვევაში. მეტიც, ვფიქრობ, არათუ ქამრები უნდა შემოიჭიროს მთავრობამ, არამედ ახალი შარვალი უნდა შეიკეროს, შედარებით მცირე ზომის. ზუსტად აქ უნდა ანახოს ლიდერობა ხელისუფლებამ, რომ თვითონ დაიკლოს ყველაზე მეტი; როდესაც ადამიანებს, მოსახლეობას ასე მნიშვნელოვნად დაეტყობა კრიზისი, პირველი, ვინც უნდა იყოს მაგალითი, ეს მთავრობაა, მისი თითოეული წევრი, თითოეული საჯარო მოხელე.”

გიორგი ქადაგიძე – ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 

ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ bm.ge-ისთან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნულით მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა სეაფასა. 

ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. სოციალური დახმარებისთვის მთლიანობაში 3.5 მილიარდი ლარია გამოყოფილი. 

იტვირთბა....