“ჩემი აზრით, კორონავირუსის დაბრუნება შემოდგომით თითქმის გარდაუვალია ან ის საერთოდ არც წავა. როცა ის დაბრუნდება, ის თუ როგორ გავუმკლავდებით მას, ეს ჩვენს ბედს განსაზღვრავს. თუ კორონავირუსის დაბრუნებამდე ყველა საჭირო საწინააღმდეგო ღონისძიებები დანერგილი იქნება, თავს კარგად გავართმევთ, წინააღმდეგ შემთვევაში კი, ცუდი შემოდგომა და ცუდი ზამთარია წინ.”
ენტონი ფაუჩი – აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი
მსოფლიოს მასშტაბით, ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირებისა და გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა უკვე 3.5 მილიონს აღწევს, ხოლო ვირუსისგან 234 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.