მთავარი ციტატა

“ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები თავს ესხმიან ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში”

“ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის. ყველამ იცის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება. ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგებლობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ.”

კელი დეგნანი – აშშ-ის ელჩი საქართველოში

ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა  დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ყოფნისას განაცხადა.

ელჩის კომენტარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

იტვირთბა....