ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 566-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის 27 ახალიშემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 566-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 184  პაციენტი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 5243 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550.

იტვირთბა....