დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევები ფართოვდება და პირველ ეტაპზე ეს სამედიცინო პერსონალს შეეხება.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველ 14 დღეში ერთხელ სამედიცინო პერსონალს ინტენსიური გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
“ასევე დავიწყეთ ყოველ 14 დღეში ერთხელ სამედიცინო პერსონალის ინტენსიური გამოკვლევები. პირველ ეტაპზე ესენი იქნებიან იმ კლინიკების, სადაც კოვიდიანების მკურნალობა მიდი და ცხელების კლინიკის პერსონალი: ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და ადმინისტრაციული პერსონალი. ამის შემდეგ ტესტირებას ჩვენ ჩავუტარებთ კარანტინში მყოფ ადამიანებს მე-13 და მე-14 დღეს მათი იქ ყოფნის, ანუ კარანტინიდან გამოსვლის წინა დღეებში. ყველა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, ექთანი, მძღოლი და ა.შ. ასევე ექვემდებარება ყოველ 14 დღეში ერთხელ გამოკვლევს. ყველა ჩვენი ეპიდემიოლოგიური ჯანდაცვის მუშაკი, ვინც დადის და სინჯებს იღებს ასევე აუცილებელია მათი ყოველ 14 დღეში გატესტვა და ასე თანდათან ვაფართოებთ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, გაფართოებულ კვლებაში ჩაერთვებიან ასევე მოხუცთა თავშესაფრები, შშმ პირთა პანსიონატები და სატრანზიტო მანქანების მძღოლები, ვინაიდან აღნიშნული კატეგორია საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს.