“მერაბიშვილს ოდეერები სხვადასხვა უწყებაში ჰყავდა. მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც. ვინაიდან ადამიანი ფაქტობრივად ყველაფერზე ინფორმაციას ფლობდა, როგორ აღმოჩნდა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, იქ რომ კინოგადაღებები მიმდინარეობდა ვინმე ბედუკაძის მიერ და თუნდაც სხვების მიერ?! ეს ყველაფერი რამდენადაა ახლოს საღ აზრთან და ლოგიკასთან?!
თეა თუთბერიძე – “თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუსის” აღმასრულებელი დირექტორი
ამის შესახებ თეა თუთბერიძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულით თუთბერიძე შს ყოფილი მინისტრის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მან ე.წ. ციხის კადრებზე არაფერი იცოდა.