ქუტაისში, “კლინიკა ბომონდის” ცხელების ცენტრში, კორონავირუსის სიმპტომებით, კატასტროფის ბრიგადამ ოკუპირებული აფხაზეთიდან, 32 წლის ქალი შეიყვანა.
კლინიკის ხელმძღვანელის მამუკა მიქაძის თქმით, ქალი დაახლოებით 30-31 კვირის ორსული და ის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა.
ექიმების თქმით, მცდელობის მიუხედავად, ორსულს გადაუდებელი საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
ექიმის ინფორმაციით, ამ დროისათვის პაციენტი რეანიმაციაში, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ახალშობილი ბავშვთა რეანიმაციაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქალს კორონავირუსზე ანალიზი ჩაუტარეს და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
“კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში ამ ეტაპზე 5 საეჭვო პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლებიდან, ნაწილი კი კატასტროფის ბრიგადებმა საავადმყოფოებიდან გადაიყვანეს.