პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსს, რომელსაც მისი წარმოშობის პირველი დღიდან “მკვლელი” დაერქვა, ამ სახელმა ლიკვიდაცია განიცადა.
ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
რატიანის ტქმით, ვირუსისგან გამოჯანმრტელებული ადამიანების რაოდენობაც დიდია და მაღალი ლეტარობის ინდექსის მაჩვენებელიც დაბალია.
„როგორც კი გაჩნდა სამყაროში ეს ვირუსი ყველამ ერთად, რადგან ახალი იყო და მაღალი ლეტალობის ინდექსი იყო, დავარქვით მკველელი, მაგრამ ამ ვირუსის ამ ფუნქციამ განიცადა ლიკვიდაცია. გართულებულ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს პოლიორგანული უკმარისობა, არ წარმოადგენს მაღალი ლეტარობის ინდექსის მაჩვენებელს“,- განაცხადა რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 539-მდე გაიზარდა.
მათ შორის გამოჯანმრთელდა 178 პაციენტი. ხოლო, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 5256 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.