თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა და ყველა შემთხვევა ე.წ. სამედიცინო კლასტერს უკავშირდება.
ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
როგორც შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის, თეთრიწყაროში ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული.
“ჯამურად გავრცელება შეადგენს თეთრიწყაროში 38 ფაქტს. მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები განეკუთვნებოდნენ მაღალი რისკის ჯგუფს, საბედნიეროდ ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითი ჩამოვიდა. ყველა დადასტურებული შემთხვევა ცნობილია, ესაა სამედიცინო კლასტერია. დაფიქსირებულია 200-ზე მეტი კონტაქტი, აქედან 100-ზე მეტია მჭიდრო კონტაქტი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 539-მდე გაიზარდა.
მათ შორის გამოჯანმრთელდა 178 პაციენტი. ხოლო, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 5256 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.