aviabiletebi
ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

აღმაშენებლის გამზირი და მარჯანიშვილის ქუჩა სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, აღმაშენებლის გამზირსა და მარჯანიშვილის ქუჩაზე ჩატარდა.

სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.

სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან  ერთად გაეცნო.

„დედაქალაქის მასშტაბით გზის მორეცხვის სამუშაოები გრძელდება. დღეს სადეზინფექციო სამუშაოები მარჯანიშვილი ქუჩას და აღმაშენებლის გამზირს ჩაუტარდა. დამუშავდა როგორც გზის სავალი ნაწილი, ისე ტროტუარები და ნაგავშემკრები კონტეინერები. სამუშაოები თბილისის მასშტაბით მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა რუსთაველის, ჭავჭავაძის, პეკინის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსის, მოსკოვისა და დუმბაძის გამზირებს. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოირეცხა „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორია, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ქუჩის ნაწილი, კოსტავას, მელიქიშვილის, ქავთარაძის, კანდელაკის, დადიანის, გლდანის რაიონსა და დიდ დიღომში მდებარე ქუჩები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, მოირეცხა მშვიდობის ხიდიც.

სადეზინფექციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი და საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ზარქუა გაეცნენ.

 

იტვირთბა....