“მე მესმის, რომ მერაბიშვილმა წლები გაატარა ციხეში, მაგრამ ეს არის საკითხები, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. შესაძლოა, ამ ეტაპზე ამის დრო არ იყოს, ვინაიდან ქვეყანაში მთავარი პრობლემა კვლავ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და რეჟიმია. მაგრამ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როცა ქვეყნის ინტერესები გადაჰყვა შიდა დაპირისპირებას ანდა შესაძლო თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნის მტერ სახელმწიფოსთან.”
თეა თუთბერიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.
ამის შესახებ თეა თუთბერიძემ ონლაინგაზეთ “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნულით ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.