საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 30 აპრილისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი 3.2032 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი ლარი 3.2014 ღირდა.
ხოლო, მცირედით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4748 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4822 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 აპრილს ამოქმედდება.